ბექა ნაცვლიშვილი პრემიერს - ბატონო გიორგი, თუ თქვენ დიალოგში ჩვენს რიგ ოპონენტებთან დიალოგს გულისხმობთ, ამ დიალოგის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი

ბატონო გიორგი, თუ თქვენ დიალოგში ჩვენს რიგ ოპონენტებთან დიალოგს გულისხმობთ, ამ დიალოგის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, - ამ განცხადებით გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მიმართა, რომელიც ტრიბუნაზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სახელით გამოვიდა.

”ბატონო გიორგი, თქვენ, თქვენს გამოსვლაში ჩართულობასა და დიალოგზე ისაუბრეთ და 2018 წელი დიალოგის წლად გამოაცხადეთ, რაც მისასალმებელია. ევროპაც სწორედ დიალოგზე დგას, პარტნიორობაზე დგას, სოციალურ პარტნიორობაზე დგას. თუკი თქვენ გულისხმობდით ჩვენს რიგ ოპონენტებთან დიალოგს, ამ დიალოგის და მისი წარმატებულობის მიმართ ცოტა სკეპტიკულრად ვარ განწყობილი. არ მინდა ცხრა წელი ვახსენო, მაგრამ ამ ეპოქას და ამ ეტაპს ეხება და ამ ტკივილიდან გამომდინარე, გარკვეული პიროვნული დაპირისპირება, არაკეთილგანწყობა ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის არსებობს და ამას ვერ გადავფარავთ. შეიძლება დრო ამის წამალი გახდეს, მაგრამ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებასა და განსხვავებულობას, რაც ჩვენს შორის ცალსახად არსებობს და ასევე, ოპონირების ეთიკის გათვალისწინებით, რაც არის გაუაზრებელი, პიროვნული, ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი დაპირისპირება, ამას დრო ვერაფერს უშველის. სჯობს, დიალოგი ჩვენ სხვა მიმართულებით მივმართოთ, რომელიც უფრო სასარგებლო და შედეგიანი იქნება. ეს არის დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ესენია მშრომელები, რომელთაც საკუთარი სამუშაო ძალის გარდა, არაფერი გააჩნიათ და რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით თითქოს მიტოვებული არიან და მათი ხმა არ ისმის”, - მიმართა კვირიკაშვილს ბექა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი დიალოგის წლად გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა