ეკა ბესელია - გუშინ ბოდიშის მოხდა მოუწია პრემიერს, როდესაც ბოდიში უნდა მოეხადა იმ ადამიანს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში

გუშინ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია პრემიერ-მინისტრს, მაშინ, როდესაც ეს ბოდიში უნდა მოეხადა იმ ადამიანს, რომელიც ახლა მეორე სერიისთვის კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე მშვიდ კონტექსტში მიმდინარეობს და უფრო დაუახლოვდა საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს, გუშინდელი ემოციები იყო განსხვავებული და მინდა ამაზე მოკლედ შევჩერდე. ეს კადრი, რომელიც გუშინ რამდენჯერმე დატრიალდა, რაღაცნაირად ამომიტივტივდა მეხსიერებაში ძალიან საინტერესო პასაჟი, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან უცებ შედის კონფლიქტში და ერთ-ერთი, რომელიც არის ძალიან მაღალი ზნეობრივი ღირებულების (მის სტატუსს ახლა შეგნებულად არ ვამბობ) სილას გააწნის მეორე ადამიანს და ის მეორე მიდის, ბოდიშს მოუხდის და ეუბნება: მაპატიე რომ იმ ზომამდე მიგიყვანე, ხელი გამარტყიო. გუშინ ბოდიშის მოხდა მოუწია პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც ეს ბოდიში უნდა მოეხადა იმ ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახლა მეორე სერიისთვის, როდესაც მოვისმენთ გამოსვლებს, ალბათ, კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში. როდესაც ვსაუბრობთ საპარლამენტო ზედამხედველობაზე და საპარლამენტო კულტურაზე, მე მგონია, რომ პირველ რიგში პარლამენტმა უნდა აჩვენოს მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა