ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიასგან პრემიერ-მინისტრს ან უმრავლესობას სარკეში ჩასახედი არაფერი სჭირს

ნიკა მელიასგან პრემიერ-მინისტრს ან უმრავლესობას სარკეში ჩასახედი არაფერი სჭირს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ყველა წევრს აქვს უფლება, დასვას მისთვის სასურველი კითხვა, მაგრამ აუცილებლია, რომ ის იცავდეს ეთიკის ნორმებს, რაც გუშინ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან არ იყო გათვალისწინებული. ოხანაშვილის განცხადებით, მთავრობას კარგად ესმის, თუ რა გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და მთავრობის მეთაური ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის.

„ნიკა მელიასგან პრემიერ-მინისტრს ან უმრავლესობას სარკეში ჩასახედი არაფერი სჭირს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული გამოწვევები. მთავრობა კარგად და ეფექტიანად უმკლავდება ყველა იმ საჭირო საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. თუ შესაბამისი პოლიტიკოსი, თუკი შეიძლება ზოგიერთს ასე ვუწოდოთ, დასვამს საკითხს, ჩვეულებრივად აღქმული თემაა, რადგან ნებისმიერ პარლამენტარს აქვს უფლება, დასვას მისთვის სასურველი კითხვა, სასურველ საკითხზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ეთიკის ფარგლებში, პატივი უნდა ვცეთ პარლამენტს, ქვეყნის მთავრობას, პრემიერ-მინისტრს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა