ზაზა გაბუნია - როდესაც ოპოზიციური ჯგუფი თავს უფლებას აძლევს, რომ ცილისწამებით მოგვმართოს, ასეთ განცხადებებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ

როდესაც ოპოზიციური ჯგუფი თავს უფლებას აძლევს, რომ ტყუილებით გაჯერებული ცილისწამებით, თავხედობით სავსე, ვულგარული განცხადებებით მოგვმართოს, ასეთ განცხადებებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ და ასეთ განცხადებებზე დიახ, ყოველთვის იქნება პოლიტიკური პასუხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ტიპის მიდგომების მქონე პარტიები რას ფიქრობენ მთავრობაზე, არ არის საინტერესო, რადგან ეს არის უსამართლო.

”ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მიუღებელია კრიტიკა. თუმცა, როდესაც ოპოზიციური ჯგუფი თავს უფლებას აძლევს, რომ ტყუილებით გაჯერებული ცილისწამებით, თავხედობით სავსე, ვულგარული განცხადებებით მოგვმართოს, ასეთ განცხადებებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ და ასეთ განცხადებებზე დიახ, ყოველთვის იქნება პოლიტიკური პასუხი. მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტია თუ ოპოზიციური პარტიის პერსონა თავს უფლებას აძლევს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული მიზანსცენებით ადამიანი გამოიყვანოს წყობიდან, ასეთ დემოკრატიას გვთავაზობთ?! ამ ტიპის მიდგომების მქონე პარტიები რას ფიქრობენ მთავრობაზე, არ არის ჩემთვის საინტერესო, რადგან ეს არის უსამართლო. ამ უსამართლობას ისევე შეირგებთ, როგორც ტოლერანტობის პრიზი შეირგო ბატონმა ბოკერიამ”, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა