ზაქარია ქუცნაშვილი - ხომ არ ვიფიქროთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იყოს სულ მცირე ერთკვირიანი, ათდღიანი პროცესი

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის შეცვლის წინადადებით მიმართავს.ამ ინიციატივით ქუცნაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოვიდა.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ ნდობის გამოცხადების პროცედურების დახვეწაზე. ასე გადარბენით, არაადამიანურ რეჟიმში მუშაობით, როცა ორი დღე და ღამე ვმუშაობთ და გვიჭირს კიდევ უფრო ღრმა დისკუსიაში შესვლა, ხომ არ ვიფიქროთ პარლამენტის რეგლამენტის შეცვლაზე, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება იყოს სულ მცირე ერთკვირიანი, ათდღიანი პროცესი, როგორც ეს არის ევროპის სახელმწიფოებში და აშშ-ს კონგრესსა და სენატში, რათა შეგვეძლოს დავდოთ კონტრაქტი განახლებულ მთავრობასთან და შეგვეძლოს ამ კონტრაქტის საფუძველზე შედეგების გაზომვა. ანალოგიები ძალიან ბევრია”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს