გია ჟორჟოლიანი - ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია

ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ის, რისი მოწმენიც ჩვენ ამ დარბაზში ვართ გუშინ, დღეს, ბევრჯერ ადრე, ეს არ არის ოპოზიცია. ის, ვინც ოპოზიციის სახელით მოიხსენიება, მათ შორის ჩვენ მიერაც, ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია. აქ საქმე მხოლოდ ნერვების აშლაში, უზრდელობის ატანაში და თმენაში არ არის, იზრდებიან ახალგაზრდები, მოდიან ბავშვები, თუ ჩვენ ვუწოდებთ ამას ოპონირებას, ამათაც ასე ეგონებათ, რომ ეგ არის ოპოზიცია და პოლიტიკა გადაიქცევა ასეთი სტილის ქცევის ასპარეზად მათთვის. ჩვენ მივიღებთ მხოლოდ მტრობას საზოგადოებაში და ბოლოს მივიღებთ არა საზოგადოებას, სადაც დისკუსიით მიიღწევა საზოგადოებრივი შეთანხმება, არამედ ადამიანთა სიმრავლეს, სადაც ყველა ყველას მტერი იქნება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა