აკაკი ბობოხიძე პრემიერს - მელიას თავზე თმა არ აქვს, სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, თორემ დაგბრალდებათ თქვენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას, მასსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარი გუშინდელი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მელიას არც დღეს და არც გუშინ არ უთქვამს ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა ასეთი რეაქციები მოჰყოლოდა.

„დღეს სიტყვა-სიტყვით შეგვიძლია მოვისმინოთ, ბატონ ნიკანორ მელიას ნათქვამი, რა თქვა იმისთანა მან, რაზეც თქვენ ასეთი ამბავი ატეხეთ?! იცოდეთ მოგიწევთ მოთმენა. არც გუშინ ნიკანორ მელიას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ იყო ლეგიტიმური. სწორი იყო, არ იყო სწორი, მოგწონდათ, არ მოგწონდათ, მოგიწევთ იმის მოსმენა, რაც თქვენ ნაზ ყურებს არ მოსწონს. შეეგუეთ, რაც არ უნდა ბევრი იყოთ, ოპოზიციას დაშინებით, მუქარით, ხმაურით ვერ დაელაპარაკებით“, - განაცხადა ბობოხიძემ.

უმცირესობის წევრს სიტყვით გამოსვლა პრემიერობის კანდიდატმა შეაწყვეტინა და ბობოხიძეს უთხრა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ დეპუტატმა გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ მისი მოქმედება ადეკვატური არ იყო.

„გარდა ამისა, დღეს სესიაშვილი გამოვიდა და 9-წლიან მკვლელებს მოგვიძღვნა სიტყვა. გამოდიხართ ყოველ დღე, საშინელ რაღაცეებს გვაბრალებთ. რა ვქნათ ახლა? ყოველ დღე გეჩხუბოთ? თუ ფიქრობთ ახლა, რომ რადგან ბევრნი ხართ, ამიტომ ვერავინ სიტყვას ვერ გაგიბედავთ?! დღეს კაცი აქციეთ გმირად. იმიტომ, რომ ერთი კაცი მოვიდა, სიტყვაც გითხრათ, დაჯდა კიდეც და ერთი რამეც იცოდეთ - ვერც ვერასდროს ვერაფერს უზამთ და თან გაუფრთხილდით - თავზე თმა არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, იმიტომ რომ ბატონო პრემიერო, ვიღაც პროვოკატორმაც რომ რამე ქნას, დაგბრალდებათ თქვენ. ამიტომ თქვენი ყველა სიტყვა უნდა იყოს მოზომილი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს