დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტს გიორგი გახარია გამოეხმაურა

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება.

„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღე აქ ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს არის თვითდაზიანება, მაგრამ აქაც პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ალბათ დადასტურდება, თუმცა სხვა შემთხვევებისთვისაც ვიტოვებთ და საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ ამ ფაქტს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა