მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ამ ხალხსაც აეხილება თვალი

საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ამ ხალხსაც აეხილება თვალი, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

დეპუტატმა უმთავრეს მიზეზად, თუ რატომ იმსახურებს კვირიკაშვილის მთავრობა ნდობას, დაასახელა ის, რომ ხელისუფლება ისე, როგორც არასდროს, მომართულია ადამიანისკენ.

„ამ ორი დღის განმავლობაში სასიამოვნო იყო ის, რომ მთავრობის წარმომადგენლები არც ერთი წამით არ გაქცევიან პრობლემებზე საუბარს და ამასთან მიმართებით იყვნენ აბსოლუტურად ადეკვატურები. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დადგმულ შოუებს და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ იმ პოლიტიკურ სარკეში, რომელიც აღმოაჩინეთ თურმე, რომ არსებობს. თქვე კაი დედმამიშვილებო, პოლიტიკური სარკე თუ აღმოაჩინეთ რომ არსებობს, ჩახედეთ ერთხელ იმ სარკეს, მაგრამ არ გინდათ ჩახედვა, იმიტომ, რომ იქ აღმოაჩენთ მატყუარა, უზრდელ, დესტრუქციაზე ორიენტირებულ, მახინჯ პოლიტიკურ ძალას წარსულიდან, რომელსაც აღარ შეუძლია ასეთ პოლიტიკურ სარკეებში ჩაიხედოს და სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პროვოკაციების მოწყობისა. დამიჯერეთ, ამით გააქტიურება არავის მოუტანს პოლიტიკურ სარგებელს. საზოგადოების მცირე ნაწილს გასაგებია, რომ უყვარხართ და დღესაც ხმას გაძლევთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ესეც მალე გადაივლის, დრო უმკურნალებს, ამ ხალხსაც აეხილებათ თვალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს