ეკა ბესელია - ნიკა მელიას საქციელი არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა

ნიკა მელიას საქციელი არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ კანონს უნდა ელაპარაკოს. „მე მაოცებს ეს ხელწერა, ღია, გამიზნულ პროვოკაციაზე ასე დაუფარავად წასვლა. ეს, სამწუხაროდ, სცდება პარლამენტის სტანდარტს. ეს არის ხელწერა, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრობას“. მელიას გუშინდელი და დღევანდელი ქცევა არის ხელწერა „ნაციონალური მოძრაობის“. სამწუხაროა, დრო გადის, იცვლება ბევრი რამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არა. მე ვფიქრობ, ამას სახელიც აქვს და ჩვენი მხრიდან არ ღირს მათ სივრცეში შესვლა. ისინი მხოლოდ კანონს უნდა ელაპარაკონ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო