არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ვხედავ, რომ ცდილობთ საქმიანობა შოუბიზნესში გააგრძელოთ, მაგრამ შოუბიზნესშიც ძალიან დიდი კონკურენციაა

უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენი პოლიტიკური პარტია რეალურ პოლიტიკაში აღარ არის. ვხედავ, რომ ცდილობთ საქმიანობა შოუბიზნესში გააგრძელოთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ შოუბიზნესშიც ძალიან დიდი კონკურენციაა, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებების პასუხად, წინა ხელისუფლების მმართველების სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო ელიტური კორუფცია, ხალხს ართმევდნენ საკუთრებას და ამ საკუთრების დაბრუნებაში ართმევდნენ ფულს.

”კიდევ თუ რამე ჰქონდათ დარჩენილი, იმას დაჭერის შემდეგ ართმევდით, ციხეში აწამებდით და ცემდით. მანქანები, უძრავი ქონება გაგქონდათ და გამოგქონდათ, უნგრევდით სახლებს - ყველა ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება”, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ევროპული საქართველოს” წევრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო