ირაკლი კობახიძე - დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე

მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესის შეჯამებისას განაცხადა. კობახიძემ დეპუტატებს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს წარმატებული ორი დღე მიულოცა

„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო