დავით ბაქრაძე - ეს არის მთავრობა, რომელიც ეფექტურია წარსულის ლანძღვაში, საკუთარი თავის დასაქმებაში, კეთილმოწყობაში

„ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა მხარი მთავრობას, რომელმაც ვერ წარმოადგინა ვერც ერთი გეგმა, თუ როგორ აპირებს ადამიანების დახმარებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა პარლამენტის მიერ მთავრობის ზღვარგადასულ ქებას.

„ჩვენ, პარაქტიკულად, ვერ მოვისმინეთ ვერაფერი კონკრეტული მთავრობისგან, თუ რა უკეთესობა ექნებათ ამ ქვეყანაში ადამიანებს, ვისაც უჭირთ. ვერ მოვისმინეთ, რას ჰპირდება ეს მთავრობა პენსიონრებს, დევნილებს. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი მცირე ბიზნესისა და ოჯახებისთვის, რომელთაც აწუხებთ ლარის გაუფასურება და ვერ მოვისმინეთ ვერაფერი იმ ხალხისთვის, რომელთაც აქვთ პრობლემა. ეს არ არის ხალხზე ორიენტირებული მთავრობა. ეს არის მთავრობა, რომელიც ეფექტურია წარსულის ლანძღვაში, საკუთარი თავის დასაქმებაში, კეთილმოწყობაში და ეს მთავრობა, მომავალ წლებშიც, სანამ არის ხელისუფლებაში, გააკეთებს იმას, რასაც აკეთებდა წინა წლები, რაც არის ჩინოვნიკების, ბიუროკრატების და საკუთარი ახლობლების კარგად ცხოვრება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, „ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერს მთავრობას, რომელმაც ვერ წარმოადგინა ვერც ერთი გეგმა, რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დახმარების. პარლამენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ჯანსაღი ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე, ამის მაგივრად ვიხილეთ ზღვარგადასული მცდელობები მთავრობის ქების. მათ შორის პირადად პრემიერის გამართლების და ზღვარგადასული ქმედება ოპოზიციაზე შეტევის და ის საქციელი, რაც დარბაზში იყო, არ შეიძლება ასი ადამიანი ერთს ებრძოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს ის ერთი ადამიანი და შენთვის მიუღებელია. ის, რაც ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ, არის საგანგაშო, რადგან უმრავლესობას არ აქვს გააზრებული, რომ ისინი უნდა იყვენენ მთავრობის ზედამხედველები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს