გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა.

ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას.

კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოსთან მიმართებაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავის შეკავება ფიქსირდება.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა