მიხეილ ჯანელიძე - პარტნიორებთან გავიარეთ კონსულტაციები და ჩვენმა დელეგაციამ იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

„დასრულდა კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ იყო. ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად გაიყო პოზიციები, 35–მა ქვეყანამ თავი შეიკავა, თავის შეიკავეს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც მე ამ საკითხზე უკვე, აღვნიშნე გავიარეთ კონსულტაციები პარტნირებთან და ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისად, არ მიიღო კენჭისყრაშიც მონაწილეობა“, –განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა