გიორგი კვირიკაშვილი - ბიჭებს უთხარით, ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ

ხელი არ დაადოთ - ბიჭებს, უთხარით, არ დაადოს ხელი არავინ, - ასე მიმართა გუშინ, პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიასთან დაპირისპირებულ პირებს.

”იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და მინისტრებს ახლო მანძილიდან მიმართავდა. პროცესი დეპუტატებისა და მინისტრების მონაწილეობით სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვისთვის მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს