გიგა ბოკერია - თქვენ რომ გადახვალთ ოპოზიციაში, იმ ახალმა მთავრობამ უნდა აგიტანოთ ისეთი, როგორებიც ხართ, ქალბატონი წულუკიანიც კი უნდა აიტანოს, ეგ არის მუღამი

თქვენ რომ გადახვალთ ოპოზიციაში და ეს ნამდვილად მოხდება, უნდა აგიტანოთ იმ ახალმა მთავრობამ, ვინც იქნება ისეთი, როგორებიც ხართ, ქალბატონი წულუკიანიც კი უნდა აიტანოს იმ მთავრობამ, ეგ არის მუღამი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკას ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია. მან უმრავლესობის წევრები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში გააკრიტიკა.

”ვუსმინე სესიაშვილს და ნაცვლიშვილს და ერთი ანთროპოლოგიური მაგალითი გამახსენდა. ერთ-ერთი ტომის ბელადს ეკითხებიან, რა არის ბოროტება. მისი პასუხია, რომ ბოროტება არის, როდესაც მეზობელი ტომის წევრები შემოგვივარდებიან, დაწვავენ სოფელს, დაგვხოცავენ, ცოლებს და ბავშვებს მონებად წაიყვანენო. სიკეთე რა არისო კითხვაზე, პასუხობს, რომ სიკეთე არის, როდესაც ჩვენ შეუვარდებით, დავწვავთ მათ სოფელს და წამოვიყვანთ მონობაში. ბატონმა სესიაშვილმა ილანძღა ნახევარი საათი პოლიტიკურად, სიძულვილი აფრქვია, ყველაფერი დაგვაბრალა და ეს არის დემოკრატიაო. ქალბატონმა ხოშტარიამ უთხრა, ჩადებებზე პრობლემა გვაქვსო და ამაზე ის კი არ იყო პასუხი, რას იზამენ ან როგორ არის, ადრე რომ ჩაუდეს იმ კაცს, ეგ კაი იყოო?! გოგა ონიანი დაიჭირეს შეკერილ საქმეზე. ამოარჩიეს კაცი, რომელიც პოლიტიკურად აქტიური იყო. ეს რა გზავნილია იცით?! თუ მთავრობასთან კარგად ხარ, გინდა ადრე, გინდა ახლა, რაც გინდა ის ქენი, ხოლო თუ მთავრობასთან ცუდად ხარ, მაშინ დაგიჭერენ. ვანო მერაბიშვილი ძალიან ცუდი ადამიანიაო, ამიტომ არაუშავს, თუ მისი უფლებები დაირღვა, ეს სტრასბურგმა დაადასტურა და მოტივი ჰქონდა პოლიტიკური. ეს არის თქვენი გზავნილი? ახალმა მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნების შეწყვეტა იყო შეცდომა და აქ პაპზე უფრო კათოლიკეები არიან, როგორ ბედავთ ამ საკითხის დასმასო. პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა, რომ ვერ მოთოკა თავი და აქ გამოდიან და ეუბნებიან, მაგარი კაცი ხარ, მიაწექიო. გამოვიდა ტროცკისტების ლიდერი (ბექა ნაცვლიშვილი), მსოფლიო კაპიტალს რომ ებრძვის და თქვა, რომ ეს ოპოზიცია არ ვარგაო და ამათთან დიალოგი არ მომწონსო. დემოკრატიის არსი ის არის, ვინც მაგრად არ მოგწონს, იმასთან რომ გაქვს დიალოგი და იმასთან რომ არსებობ. თქვენ რომ გადახვალთ ოპოზიციაში და ეგ მოხდება ნამდვილად, უნდა აგიტანოთ იმ ახალმა მთავრობამ, ვინც იქნება, ისეთი როგორებიც ხართ, ქალბატონი წულუკიანიც კი უნდა აიტანოს იმ მთავრობამ. ეგ არის მუღამი...”, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა