გიორგი კვირიკაშვილი - დღეიდან მოყოლებული ახალი ენერგიით გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის

დღეიდან მოყოლებული ახალი ენერგიით გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ”დასრულდა ორდღიანი პროცედურა. ჩვენმა კაბინეტმა, განახლებული შემადგენლობით, მიიღო პარლამენტის ნდობა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. ვფიქრობ, დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი განახლებული შემადგენლობით და იმ პროფესიონალიზმის დონით, რომელიც მასში არის კონცენტრირებული, არის ნამდვილად იმ პოზიციაში, რომ დღეიდან მოყოლებული, კიდევ ახალი ენერგიით განვახორციელოთ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტრესო, დატვირთული პროგრამა და ამ პროგრამის განხორციელება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ თვისობრივად შეცვლის სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის წლად გამოვაცხადე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. ძალიან საინტერესო განხილვები იყო, მიუხედავად ყველაფრისა, იმ ემოციური ფონისა და ა.შ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო