გიორგი კვირიკაშვილი - როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, ანალოგიურად იქცევა მისი წარმომადგენელი პარლამენტში

არ შემიძლია, არ აღვნიშნო უდიდესი მსგავსება ქვეყნის ექსპრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში და გამოვთქვა კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, ზუსტად ანალოგიურად იქცევა მისი წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვუსურვო მათ წარმატება. ჩვენ მოგვიწევს მთელი ჩვენი უნარის, შესაძლებლობის, გამოცდილების გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის ინტერესით და რომლის ყველა შეკითხვა თუ ინტერესი აქედან მოდის. მაგრამ ამასთანავე არ შემიძლია არ აღვნიშნო უდიდესი მსგავსება ქვეყნის ექსპრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, ზუსტად ანალოგიურად იქცევა მისი წარმომადგენელი პარლამენტში. მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცე გარანტიები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ 2018 წელი იქნება ჭეშმარიტი დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო