თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რაც ამ ადამიანებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა

პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რაც ამ ადამიანებისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი და მთავრობა ბევრად უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„ვფიქობ, გარკვეული ინციდენტების გამოკლებით, დღევანდელი დისკუსია იყო საინტერესო და საქმიანი. დიდი დრო წაიღო მთავრობის დამტკიცებამ, რაც ბუნებრივიცაა. დაისვა კითხვები ყველა მიმართულებით და გაიცა პასუხებიც და მთავრობას გამოუცხადა პარლამენტმა ნდობა, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობას და ძალიან დიდ ტვირთს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს ნდობა მიიღეს დღეს. მინდა, წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მომავალი პერიოდი მათი საქმიანობის იქნება ამ ნდობის გამართლებლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მათგან ველოდებით ამას და ასევე მნიშვნელოვანია, მთავარი გზავნილი პრემიერისგან, რომ მომავალი წელი გამოცხადდა დისკუსის, ჩართულობის, დიალოგის წლად. ვფიქრობ, ამ მიდგომამ საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში განსხვავებული მიდგომა დაამკვიდროს, რაც ძალიან კარგი იქნება და იმედი მაქვს პარლამენტის და მთავრობის კიდევ უფრო აქტიური დ ბევრად მჭიდრო თანამშრომლობის და მინისტების ხშირი ვიზიტის პარლამენტში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა