ნიკა მელიამ შს მინისტრს მიმართა, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს საქმე, რომელიც მათი პარტიის წევრ ეკა წამალაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს საქმე, რომელიც მათი პარტიის წევრ ეკა წამალაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება.

როგორც მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ძალადობა შს მინისტრმაც წაახალისა. მელიამ ხელისუფლებას და მმართველ გუნდს მოუწოდა, პატივი სცენ აზრთა სხვადასხვაობას.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების შს მინისტრია. გააკეთა განცხადება, რომ არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია გაკეთდება იმ ძალასთან მიმართებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო არჩევნების შედეგებით ნახევარი მილიონი ადამიანის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და თქვენ, ყველაზე წამყვანი უწყების ხელმძღვანელს ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რა განცხადება გააკეთეთ და ასევე როგორ აუბით მხარი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს. ამიტომ ახლა მოგიწოდებთ, აიღეთ ტელეფონი ხელში და მკაცრ კონტროლზე აიყვანეთ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, ეკა წამალაშვილს უკავშირდება, რომელიც პირდაპირ ეთერში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თქვენი უპასუხისმგებლობის გამო. გაფრთხილებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს. პატივი ეცით ამ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობას, პატივი ეცით პლურალიზმს. ამ დარბაზში თქვენ ხართ უმრავლესობაში, მაგრამ ამან არ შეგაცდინოთ. ამ ქვეყანაში თქვენ არ ხართ უმრავლესობაში. ამ ქვეყანაში დაჩაგრული, შეწუხებული და ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თქვენ. რაც არ უნდა ბევრნი იყოთ, მარტო რომ დავრჩე აქ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ამ პარლამენტში ისმოდეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა