“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ეკა წამალაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრ ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით”, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურის პალატის პრეზიდენტ, დავით ოქიტაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ეკა წამალაშვილს შორის, ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში დაპირისპირება მოხდა. მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო