აკაკი ბობოხიძე პრემიერს - მელიას თავზე თმა არ აქვს, სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, თორემ დაგბრალდებათ თქვენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას, მასსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მელიას არ უთქვამს ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა ასეთი რეაქციები მოჰყოლოდა.

„დღეს სიტყვა-სიტყვით შეგვიძლია მოვისმინოთ, ბატონ ნიკანორ მელიას ნათქვამი, რა თქვა იმისთანა მან, რაზეც თქვენ ასეთი ამბავი ატეხეთ?! იცოდეთ მოგიწევთ მოთმენა. არც გუშინ ნიკანორ მელიას არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ იყო ლეგიტიმური. სწორი იყო, არ იყო სწორი, მოგწონდათ, არ მოგწონდათ, მოგიწევთ იმის მოსმენა, რაც თქვენ ნაზ ყურებს არ მოსწონს. შეეგუეთ, რაც არ უნდა ბევრი იყოთ, ოპოზიციას დაშინებით, მუქარით, ხმაურით ვერ დაელაპარაკებით“, - განაცხადა გუშინ ბობოხიძემ.

უმცირესობის წევრს სიტყვით გამოსვლა პრემიერობის კანდიდატმა შეაწყვეტინა და ბობოხიძეს უთხრა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ დეპუტატმა გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ მისი მოქმედება ადეკვატური არ იყო.

„გარდა ამისა, დღეს სესიაშვილი გამოვიდა და 9-წლიან მკვლელებს მოგვიძღვნა სიტყვა. გამოდიხართ ყოველ დღე, საშინელ რაღაცეებს გვაბრალებთ. რა ვქნათ ახლა? ყოველ დღე გეჩხუბოთ? თუ ფიქრობთ ახლა, რომ რადგან ბევრნი ხართ, ამიტომ ვერავინ სიტყვას ვერ გაგიბედავთ?! დღეს კაცი აქციეთ გმირად. იმიტომ, რომ ერთი კაცი მოვიდა, სიტყვაც გითხრათ, დაჯდა კიდეც და ერთი რამეც იცოდეთ - ვერც ვერასდროს ვერაფერს უზამთ და თან გაუფრთხილდით - თავზე თმა არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, იმიტომ რომ ბატონო პრემიერო, ვიღაც პროვოკატორმაც რომ რამე ქნას, დაგბრალდებათ თქვენ. ამიტომ თქვენი ყველა სიტყვა უნდა იყოს მოზომილი“, - განაცხადა გუშინ ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა