პროფსასწავლებლების პოპულარიზაციის მიზნით განათლების სამინისტრო სპეციალურ კამპანიას ჩაატარებს

პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციის მიზნით განათლების სამინისტრო სპეციალურ კამპანიას ჩაატარებს. როგორც განათლების მინისტრობმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ამ კამპანიის მიზანი, პირველ რიგში, იქნება მშობლებისა და შვილების დარწმუნება, რომ პროფესიული სასწავლებლიდან სრულიად შესაძლებელია წარმატებული კარიერისა და კარგი ანაზღაურების მიღწევა.

”რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა შეკითხვა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. ვისარგებლებ შემთხვევით და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით გავაკეთებ კომენტარს. პროფესიული განათლება იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით არის ფსიქოლოგიური ხასიათის. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ოჯახების უმრავლესობა, მშობლები, ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში იმისთვის, რომ წარმატებული კარიერა და კარგი ანაზღაურება ჰქონდეთ. რეალურად, ასე არ არის და ამას მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი, შემუშავებული გვაქვს კამპანია”, - განაცხადა ჩხენკელმა.

პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩხენკელმა ამ კამპანიის სამი ძირითადი მიმართულებაც ჩამოთვალა: ”ამ კამპანიას სამი მთავარი მიმართულება აქვს: 1. ინფორმირებულება - ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. თითოეულ ოჯახამდე მივიტანთ ინფორმაციას, რომელიც მათ თვალნათლივ დაანახებს პროფესიული განათლების უპირატესობებს და პლუსებს. მაგალითად, ავიღოთ გერმანიის მოდელი. გერმანიის საგანმანთლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი არის პროფესიული განათლება. კონკრეტული მაგალითების ჩვენებით, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მშობლების და მათი შვილების დარწმუნებას, რომ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ღირსეული კარიერა, ღირსეული სამსახური შესაბამისი ანაზღაურებით, როდესაც ის დაამთავრებს პროფესიულ კოლეჯს. ჩვენთან საქართველოში უკვე გვაქვს ძალიან წარმატებული პროფესიული კოლეჯები. მაგალითად არის ”სპექტრი” და არის სხვა მრავალიც. აქაც გვაქვს კონკრეტული მაგალითები და გვინდა ეს კონკრეტული მაგალითები ვაჩვენოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ კონკრეტულმა კურსდამთავრებულმა პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ მიაღწია წარმატებას. დარწმუნებული ვარ ეს შედეგს მოიტანს;

2. უნივერსიტეტების ბაზაზე მოხდება პროფესიული პროგრამების დანერგვა. ჩვენ გვინდა, ზოგადად, დავამკვიდროთ უმაღლესი პროფესიული განათლების კონცეფცია. ასევე, ჩვენ საშუალებას მივცემთ უმაღლეს სასწავლებლებს, რომ აღიარონ ის საგანმანთლებლო კრედიტები, რომელიც კურსდამთავრებულს ექნება პროფესიული კოლეჯის გავლის შემდეგ. ასე რომ, მაქსიმალურად გამარტივებული იქნება სტუდენტისთვის, თუ მას სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და იმედია ესეც მოხსნის ფსიქოლოგიურ ბარიერს - სტუდენტი რეალურად იქნება უნივერსიტეტში და გაივლის პროფესიულ პროგრამას.

3. ჩვენ უკვე გვქონდა საუბრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვგეგმავთ, რომ კერძო ბიზნესების ბაზაზე შეიქმნას პროფესიული კოლეჯები. მაგალითად, ავიღოთ სამშენებლო კომპანია. მის ბაზაზე თუ შეიქმნება პროფესიული კოლეჯი იმ გარანტიით, რომ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ეს კომპანია შესთავაზებს სამუშაოს, რაშიც თვითონ კომპანიებიც დაინტერესებულები არიან, ყველა მოიგებს ამ მოდელით. ესეც იქნება საშუალება, რომ ყველამ მკაფიოდ დაინახოს კავშირი პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას შორის”, - განაცხადა ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა