ზვიად ძიძიგური - სადარბაზოს, პარკს ვერ ნახავთ, რომ მარიხუანას სუნი არ იდგეს - ეწევიან ბავშვები, მოზარდები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისში, დიდ ქალაქებში და უკვე მთელს საქართველოში მარიხუანას მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მადლობას უხდის პრემიერსა და შს მინისტრს, რომ მათ მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს.

”მარიხუანას ეწევიან ყველგან - ეწევიან ქორწილებში, ქელეხებში, თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. სადარბაზოს, პარკს ვერ ნახავთ, რომ მარიხუანას სუნი არ იდგეს. ეწევიან ბავშვები, მოზარდები. ეს გააკეთა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მათ სინდისზე იყოს ეს გადაწყვეტილება. რა დღეს უქადის ეს ჩვენი შვილების მომავალს, ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა