ზაქარია ქუცნაშვილი - ხომ არ ვიფიქროთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იყოს სულ მცირე ერთკვირიანი, ათდღიანი პროცესი

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის შეცვლის წინადადებით მიმართავს. ამ ინიციატივით ქუცნაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოვიდა.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ ნდობის გამოცხადების პროცედურების დახვეწაზე. ასე გადარბენით, არაადამიანურ რეჟიმში მუშაობით, როცა ორი დღე და ღამე ვმუშაობთ და გვიჭირს კიდევ უფრო ღრმა დისკუსიაში შესვლა, ხომ არ ვიფიქროთ პარლამენტის რეგლამენტის შეცვლაზე, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება იყოს სულ მცირე ერთკვირიანი, ათდღიანი პროცესი, როგორც ეს არის ევროპის სახელმწიფოებში და აშშ-ს კონგრესსა და სენატში, რათა შეგვეძლოს დავდოთ კონტრაქტი განახლებულ მთავრობასთან და შეგვეძლოს ამ კონტრაქტის საფუძველზე შედეგების გაზომვა. ანალოგიები ძალიან ბევრია”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა