ხათუნა ლაგაზიძე - ყველაზე მძიმე დასანახი იყო, რომ მთავრობის წევრებს არ ჰქონდათ გუნდურობის განცდა

მთავრობის წევრები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი არიან ერთი გუნდი და ეს იყო ყველაზე მძიმე დასანახი, რომ მათ არ ჰქონდათ გუნდურობის განცდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, რაც კვირიკაშვილის თავს ხდებოდა, მთავრობის წევრთა უმეტესობას არ აღუქვამს გუნდის პრობლემად, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„სანამ დაძაბულობა ბოლო წერტილამდე არ მივიდა, მანამდე არავის მოსვლია თავში აზრად, გაეწყვიტა კვირიკაშვილის და მელიას პოლემიკა. მთავრობის წევრები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი არიან ერთი გუნდი და ეს იყო ყველაზე მძიმე დასანახი, რომ მათ არ ჰქონდათ გუნდურობის განცდა. კვირიკაშვილი, შესაძლოა, დღეს არის და ხვალ არ იქნება, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არის მთავრობა, რომელიც საკუთარ თავს ერთ გუნდად არ მოიაზრებს, ძალიან მძიმე დასანახია. პრობლემა იმაშია, რომ მთავრობის წევრების უმრავლესობას, რაც ხდებოდა კვირიკაშვილის თავს, არ გაუცნობიერებია, როგორც მათი გუნდის პრობლემა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს