გია ხუხაშვილი - ღირსების დაცვას გავიგებდი, რომ ეცემა, მაგრამ შორიდან დაცვა, დგას შუაში და იგინება, ეს რანაირად არის ღირსების დაცვა

კვირიკაშვილმა გვაჩვენა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბანალურ, მარტივ პროვოკაციაზე შეიძლება წამოეგოს და ეს ქმნის სახელმწიფო რისკებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ღირსების დაცვა გინებით. ექსპერტი ამ კონტექსტში საუბრისას, თმენის ვალდებულების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ღირსების დაცვა გინებით რანაირად ხდება, მე არ ვიცი. ადამიანურ ჭრილში, ღირსების დაცვას გავიგებდი, რომ ეცემა, მაგრამ შორიდან დაცვა, რომ დგას შუაში და მუქარით იგინება, ეს რანაირად არის ღირსების დაცვა, პირველად გავიგე. რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილს, ეს პოლიტიკურად ყოვლად მიუღებელია. თმენის ვალდებულება, განსაკუთრებით უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, აუცილებელი მოთხოვნაა. შესაბამისად, ადამიანური ჭრილით გამართლება პოლიტიკურის, ვფიქრობ, არასწორია.

კვირიკაშვილმა მარტო თვითონ კი არ დაიზიანა თავი, შექმნა სახელმწიფო რისკები. პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, როდესაც მას შეუძლია ემოციას ასე აჰყვეს და ამ ფორმით ცდილობს „ღირსების დაცვას“, მისი პრობლემაა. მეორე მხრივ, ეს ქვეყნის პირველი პირის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელია. კვირიკაშვილმა გვაჩვენა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბანალურ, მარტივ პროვოკაციაზე შეიძლება წამოეგოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ პროვოკატორები სხედან, ამას რად უნდა ლაპარაკი?!“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო