ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას უჭერენ მხარს

კატალონიაში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მხარს უჭერენ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი არჩევნებზე პარტია „მოქალაქეებმა“ დაიკავა, რომელიც მხარს უჭერს კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის პარტიებმა ჯამში მეტი ხმები მიიღეს.

კატალონიის მომავალ პარლამენტში პარტია „მოქალაქეები“ 37 ადგილს მიიღებს, ხოლო კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პარტია კი ჯამში 70 ადგილს დაიკავებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიაში გაქცეული კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის პარტიამ „ერთად კატალონიისთვის“ 34 ადგილი მიიღო პარლამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა