სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, მთაწმინიდის, საბურთალოს, სამგორის, გლდანის, ისნის, ჩუღურეთისა და დიდგორის რაიონების ნაწილსელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„მთაწმინდის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაზალეთის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, რაფიელ ერისთავის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ქუთათელაძის, ბარნოვის, შროშის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს, 12:00-დან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების, მაისურაძის, მიხეილ გახოკიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 01:00-დან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი ბეთანიას და სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს