პირველად ქართული რაგბის ისტორიაში თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 20 იანვარს ევროპული რაგბის რანგით მეორე, "ჩელენჯ ქაფის" ორი შეხვედრა თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

ამ დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩების გასამართად თბილისს ინგლისური კლუბები - "ნიუკასლი" და "ლონდონ აირიში" ეწვევიან. ისინი გასვლით თამაშებს ციმბირულ კლუბებთან - ჩემპიონ "ენისეისა" და ვიცე-ჩემპიონ "კრასნი იართან" გამართავენ.

კრასნოიარსკულ კლუბებში სამი "ბორჯღალოსანი" და კიდევ რამდენიმე ქართველი ლეგიონერი, ხოლო კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" "ლონდონ აირიშიში" თამაშობენ.

20 იანვარს, 14:00 საათზე "ენისეი", რომლის შემადგენლობაში ქართველი ცენტურიონი დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე თამაშობენ, "ნიუკასლს" მასპინძლობს.

პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე "კარსნი იარისა" და "ლონდონ აირიშის" შეხვედრაა.

"ჩელენჯ თასის” ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩები - "ენისეი" "ეს ტე ემ ნიუკასლ ფალკონზის" წინააღმდეგ და "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ - 20 იანვარს 14:00 და 17:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს