ALLWINE.GE პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს განსაკუთრებულ საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს

ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, მედია პორტალი და ინტერნეტ მაღაზია allwine.ge პარტნიორ კომპანიასთან ერთად, ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ საახალწლო აქციას სთავაზობს.

31 დეკემბრის ჩათვლით ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ საახალწლო აქციის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიების რჩეული ღვინოები ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ.

მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობენ - “თბილღვინო”, ხუციშვილების მარანი, “ზანგურა”, საქართველო ღვინის სამშობლო, “მოსმიერი”, Degustate Wine Club, “ნიამორი”, “ლუკასი”, “თელიანი ველი”, Art Wine, “შილდა”, “კასრელი”.

ღვინის მოყვარულებისთვის სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქციაზე საახალწლო ფასდაკლება 20% - დან 50% - მდე იმოქმედებს - შესაბამისად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მისთვის სასურველი ღვინო საახალწლო სუფრისთვის თუ საჩუქრად.

გარდა ექსკლუზიური ფასებისა, allwine.ge მომხმარებელს დამატებით საჩუქრად, დღის სააქციო ღვინოებზე უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა