ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სრულად უარყოფს გაეროს აბსურდულ რეზოლუციას, იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც 128 ქვეყანა აშშ-ს მოუწოდებს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.

„ისრაელი სრულად უარყოფს ამ აბსურდულ რეზოლუციას. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ აბსურდის თეატრში“ მონაწილეობაზე ქვეყნების გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა უარი.

„მე ვაფასებ ამას. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ელჩ ჰეილის მათ მიერ ისრაელისა და ჭეშმარიტების ერთგულად დაცვისთვის“, - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო