საქართველო-გერმანიის წლის დასასრულს, რუსთავში ანსამბლ ,,თუთარჩელას“ კონცერტი გაიმართა

საქართველო-გერმანიის წლის დასასრულს, რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ ,,თუთარჩელას“ ახალგაზრდა თაობის კონცერტი გაიმართა. კორცერტზე ,,თუთარჩელა“ გერმანულენოვანი საგუნდო და თანამედროვე სიმღერებით წარსდგა.

ღონისძიება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, ასევე გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნული თარიღებიდან გამომდინარე, 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადდა. ამასთან ერთად, 2018 წელს გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 100 წელი სრულდება.

კონცერტს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ანკე დოლეცკი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საელჩოსა და რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში, აგვისტოში, ქალაქ ბად ჰერსფელდში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“ რამდენიმე კონცერტი გამართა, რომელსაც 5000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. შესრულდა როგორც ქართულ-ხალხური, ასევე გერმანული კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები. ღონისძიება საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ანსამბლის დასკვნით კონცერტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი, ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „თუთარჩელა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო