თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დიდუბის ბაზრობაზე არსებული ჭიშკრის გაღებას, რომელიც ორ ბაზრობას შორისაა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლიანა ხელაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები წარმოადგენენ შპს „მ.ზ“-ს, რომლის ბაზრობის ტერიტორიაც სამი მხრიდან შემოსაზღვრა შპს „დიდუბის“ მფლობელმა. მისი თქმით, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობენ და სახანაძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.

„ჩვენი შპს მეორე მეზობელმა, შპს „დიდუბემ“ სამი მხრიდან შემოღობა. ჩაკეტილია ყველა გზა, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია უხეშად, რაზეც ჩვენ გვაქვს ყველანარი საბუთი. არაერთხელ გავაპროტესტეთ. სხვათაშორის, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია მომხრე იყო კარების გაღების, მაგრამ აქამდე არ გადაწყდა ეს საკითხი“, - განაცხადა ლიანა ხელაძემ.

აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართავენ, რომ ბაზრობაზე არსებული კარი გაიღოს. ამასთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლალი პერტიას თქმით, ვაჭრობა ძალიან შემცირებულია.

„ძალიან შემცირდა ვაჭრობა. სამი წელია ჩაკეტილები ვართ. ვიბრძვით, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. სამასი ადამიანი არის ჩაკეტილი. მომხმარებელი არ შემოდის შიგნით. მერიამ გასცა ბრძანება, რომ კარი გაიღოს, თუმცა კარი არ გაღებულა“, - განაცხადა ლალი პერტიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა