აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ. მათ შორის იქნებიან ჯგუფები - Groovephonics, Saund Lab, Sea Side, Strowberry filds, Fourth Season, ასეა სულ, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet. 29 დეკემბერს, მაყურებლის წინაშე უკვე ნიაზ დიასამიძე და 33ა, 2 იანვარს კი ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარსდგება.

მათივე ცნობით, საახალწლო ღონისძიებები საინტერესო იქნება პატარებისთვისაც. მათთვის ევროპის მოედანზე საცირკო და საახალწლო-თეატრალური წარმოდგენები, ცეცხლოვანი შოუები, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და აკრობატი სანტების შოუ გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ევროპის მოედანი ასევე უმაპისნძლებს ღვინისა და ყველის ფესტივალს, სადაც აჭარაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება გალა კონცერტი, სადაც პოპულარული ბათუმელი შემსრულებლები იმღერებენ.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ოცდახუთი დეკემბრიდან ორ იანვრამდე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა