შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. როგორც შვეიცარული მედია წერს, ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ აარგაუს პოლიციამ „რენოს“ მარკის ავტომობილი შეამოწმა, რომელსაც ფრანგული სანომრე ნიშნები ჰქონდა. შემოწმებისას ორმა ქართველმა საფრანგეთში გაცემული საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ ბადენში მანქანის საყიდლად მიემგზავრებოდნენ.

პოლიციამ აღნიშნული პირები განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მათი დეტალური შემოწმება მოხდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი პირი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა.

ასევე მანქანაში აღმოაჩინეს მოპარული ნივთები, ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს