შიდა ქართლში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სარწყავი სისტემისა და სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოები ითვალისწინებს სადაწნეო მილსადენის მოწყობას, წყალაღების კვანძის გაკეთებასა და სატუმბ სადგურში აგრეგატების დამონტაჟებას.

მათივე ცნობით, მიმდინარე ღონისძიებების განხორციებელის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ზემო ხანდაკი, სასირეთი და მეტეხი) 1180 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. პროექტი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 პროექტი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 795 ჰა მიწაზე უზრუნველყოფს წყლის მიწოდების რეჟიმის გაუმჯობესებას, ხოლო წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 1 912 ჰექტარს მოიცავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა