„ვითიბი ჯგუფის“ ბარათებიდან საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელება შესაძლებელი გახდა

„ვითიბი ჯგუფის“ ბარათებიდან საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელება შესაძლებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფრმაციით, „ვითიბი ჯგუფმა“ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. კერძოდ, ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო. ამ მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია თანხის გადაგზავნა რუსეთში ემიტირებული Visa-სა და MasterCard-ის ნებისმიერი ბარათიდან, „ვითიბი ჯგუფის“ ბანკების ბარათებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

გზავნილის განხორციელება შესაძლებელია ბანკი VTB24-ის ვებგვერდიდან - https://perevod.vtb24.ru

„გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და გამგზავნისა და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება. გზავნილი რამდენიმე წუთში აისახება მიმღების ბარათზე და თანხის მიღება შესაძლებელია მიმღების ბარათის ანგარიშის შესაბამის ვალუტაში.ახალი სერვისი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულს ხდის ფულადი გზავნილის განხორციელებას რუსეთის ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული Visa და MasterCard ბარათებიდან „ვითიბი ჯგუფის“ შვილობილი ბანკების კლიენტებისთვის, ასევე, მას მინიმუმამდე დაჰყავს გზავნილის მიმღების შესახებ ინფორმაციის ცოდნის აუცილებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით