თურქეთის ელჩი - ისრაელის შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

ელჩის თქმით, თურქეთი პატივს სცემს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გუშინდელ კენჭისყრას, ქართულმა მხარემ განმარტა თავისი პოზიცია. თურქეთის პრეზიდენტმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე აღნიშნეს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. როგორც თურქეთის მთავრობა, ჩვენ ამაყი ვართ, რომ სინდისის სწორ მხარეს ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ელჩმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო