ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეების მოთხოვნაზე - ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა

დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეების აქციას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დავა ჭიშკრის გაღების შესახებ არის ორ სუბიექტს შორის დავა და ზედამხედველობის სამსახური ვერ მოსთხოვს კონკრეტულ სუბიექტს, რომ გააღოს ეს კარი, სანამ სასამართლო არ დასრულდება. როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, ორი სუბიექტი ერთმანეთს შორის რამდენიმე საკითხზე დავობს.

„ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. ეს ორი სუბიექტი ერთმანეთს უჩივის რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მიმართულებით ერთმა კომპანიამ მეორეს მოუგო, მაგრამ მეორემ ეს გაასაჩივრა, ვადა ჰქონდა და ეს საქმე აპელაციაში გადავა. მე ადგილზე ვიმყოფებოდი, შევხვდი ორივე მხარეს, როგორც კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორს, ადვოკატებს, ასევე გარემოვაჭრეებს. ვერ მოხდება, რომ დღეს ზედამხედველობის ან მერიის რომელიმე სამსახური მივიდეს და თქვას, ეს ჭიშკარი უნდა გააღონ. დაწყებულია სამართლებრივი დავა და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს, მისივე განცხადებით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნაჩვენებია სამი ალტერნატიული გზა თუ საიდან უნდა შევიდეს სახანძრო.

ბაგრატიონის განცხადებით, წაგებული მხარე აცხადებს, რომ კარს არ გააღებს მანამ, სანამ სასამართლო სრულად არ დასრულდება.

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა იმ ჭიშკრის გაღება, რომელიც ორ ბაზრობას შუაში ყოფს. აქციის მონაწილეების განცხადებითვე დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს