მინისტრის მოადგილე - რომელ შენობაში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტრო, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამინისტროს განთავსებისთვის მასშტაბებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა უფრო ხელსაყრელი იქნება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ხანიშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განუცხადა, სადაც საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების სისტემის განვითარებაზე მსჯელობენ.

"დღეს დისკუსია არ მიმდინარეობს, რომელ შენობაში განთავსდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარწმუნებთ, რომ ნამდვილად იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული, თუ სად, რომელი შენობა იქნება სრულყოფილი განთავსებისათვის. ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა თავისი მასშტაბებით, გაცილებით დიდია, ვიდრე გარემოს დაცვის შენობა, მაგრამ ეს არ ამბობს ცალსახად, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს აწუხებს. იცით, რომ ყველა ჩვენი თანამშრომელი გადაინიშნა, დაინიშნა იმ თანამდებობაზე, სადაც არის. მიდის სტრუქტურის შემუშავება, რომლის ობიექტურობაში არავის ეჭვი რომ არ შეეპაროს UNDP -ს ექსპერტები მუშაობენ და პროცესი იქნება გამჭვირვალე და საჯარო. შემდგომში მოხდება ახლად შექმნილი სამინისტროს სტრუქტურაში ამავე საჯარო კანონმდებლობის მიხედვით თანამშრომლების გადანიშვნა და მობილობის შეთავაზება", - განაცხდა ხანიშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების გათავისუფლება, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ”ჯერჯერობით ყველა თანამშრომელი გადანიშნულია”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო