ბულგარეთის საელჩომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამი პროექტი დააფინანსა

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად, „საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამი პროექტი დააფინანსა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, ესენია - საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა; სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის და ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში;

მათივე ინფორმაციით, პროექტი „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას არტ-თერაპიის საშუალებით. პროექტი შშმ პატიმრებს ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

მათივე ცნობით, პროექტის „სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის“ მთავარი მიზნებია - სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ქალები არიან მსხვერპლები (ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ) ან ბრალდებულები (ნარკოდანაშაულები და ა.შ.). პროექტის სპეციფიური მიზანია, დადგინდეს, დაცულია თუ არა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები სასამართლო განხილვების დროს (როგორიცაა - შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპები), დაცულია თუ არა დასაბუთებული განაჩენის უფლება, დაცვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უფლება.

პროექტი „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ მიზნად ისახავს ქალი და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საპატიმრო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას. მონიტორინგის გზით, შესწავლილი იქნება პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებში.

პროექტებს ხელი მოეწერა 15 დეკემბერს ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოში. სამივე პროექტი 2018 წელს განხორციელდება.

„ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები არის ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერის წარმატებული გაგრძელება. 2015 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. მონიტორინგის შედეგები ასახულია ანგარიშში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა