სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმის საკითხზე - დარბაზიდან გასვლა საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა ქვეყანას არ გვეკადრება

თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარ პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა არ გვეკადრება ქვეყანას, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილ რეზოლუციაზე საქართველოს გადაწყვეტილებას.

„უნდა ვაღიარო, რომ არ მესმის - დარბაზში არ გამოცხადება რა პოზიციაა? როცა ამერიკის ჩვენზე არანაკლებ მეგობრებს, თუ გინდ არანაკლებად დავალებულებს, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების არ მოერიდათ (ანუ საკითხის მიმართ ნეიტრალობა და თავშეკავება კეჭისყრის დროს). სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებს და დარბაზიდან გასულებს ... ანუ, არც არაფერი დაშავდებოდა. თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარ პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს. ასეთი ქცევა არ გვეკადრება მგონი ქვეყანას, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ თავდახრილობას ბოლოს არავინ გიფასებს, არც მოყვარე და არც მტერი... იგი შეიძლება შეგულიანდეს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა