დავით ნარმანია - მე არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი

თბილისის ყოფილი მერის, სემეკის წევრობის კანდიდატის, დავით ნარმანიას განცხადებით, მისი კანდიდატურა გამოცდილების გამო შეირჩა, ამიტომ, მისი თქმით, ამ საკითხზე კითხვები არ უნდა დაისვას. ნარმანიამ უპასუხა ოპოზიციის შენიშვნებს და განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია გაეცნოს მის საქმიანობას და ადეკვატური დასკვნა გააკეთოს.

„ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები ორი დღის წინ წარვუდგინეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, შესაბამისად, დეპუტატებისთვის ჩვენი ამოცანები ცნობილია. ამიტომ, ველოდებით მხარდაჭერას. რაც შეეხება ოპოზიციას, მე ოპოზიციას ვუპასუხებდი, ჯერ ერთი ნახონ ჩემი გამოცდილება, ნახონ ის საკითხები, რაც მე თავის დროზე მარეგულირებელთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული და ვურჩევდი, რომ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება.

მე არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი. 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე. ვიმუშავე დღე და ღამე მინისტრის რანგში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არაერთი პრეზენტაცია და ანგარიში გვქონდა. ამიტომ, თუ რატომ შეირჩა დავით ნარმანია, წესით ეს კითხვა არ უნდა დაისვას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მან არ დაადასტურა ინფორმაცია, სემეკის ხელმძღვანელად მის შესაძლო დანიშვნაზე და განაცხადა, რომ ”აქამდეც ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ახლაც ვრცელდება”.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა