თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ SNGP-ის მრჩევლები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩევლები დააჯილდოვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი "გენერალ გიორგი კვინიტაძის" სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ლელა ჩიქოვანმა ექსპერტებს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში საკუთარ მისიას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ბრიტანელი მრჩეველი ივლისიდან, ხოლო ესპანელი - ივნისიდან ასრულებდა.

ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, JTEC-ისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა