„რუსთავის წყალი“ გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს სრულად განაახლებს

„რუსთავის წყალი“ გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს ამონტაჟებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან, თემურ ჯანელიძესთან ერთად, გაგარინის ქუჩაზე მიმდინარე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

,,რუსთავისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებას. გაგარინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ხდება, როგორც წყალმომარაგების ქსელის განახლება-რეაბილიტაცია, ასევე ახალი ურდულების მონტაჟი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთ კონკრეტულ ადგილზე დაზიანების შემთხვევაში, რუსთავის წყალმომარაგება სრულად აღარ შეწყდეს. ჩვენ ,,რუსთავის წყლის“ მიერ დაგეგმილ პროექტებთან ერთად ვგეგმავთ ერთობლივ ღონისძიებებსაც. გაგარინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დასრულდება და შემდეგ რუსთავის მერია ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს შეასრულებს “, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თემურ ჯანელიძის განცხადებით, 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების სისტემის განახლება და განვითარებაა.

,,კომპანიამ მიმდინარე წელს რუსთავში წყალმომარაგების სისტემის 12 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი განაახლა, 7 კილომეტრზე კი ახალი ქსელის მონტაჟი მოხდა, რაშიც 5.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, „რუსთავის წყალმა“ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა“, - განაცხადა თემურ ჯანელიძემ.

2018 წელს კომპანია „რუსთავის წყალი“ და რუსთავის მერია ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ - კომპანია წყალმომარაგების სისტემას შეცვლის, ხოლო მერია ქუჩების კეთილმოწყობაზე იზრუნებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო