ბორის ჯონსონი რუსეთს - მორჩით ევროპაში დესტაბილიზაციის შეტანას

მორჩით ევროპაში დესტაბილიზაციის შეტანას, - ასეთი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთში საქმიანი ვიზიტით გამგზავრებამდე.

„რუსეთთან ურთიერთობა ვერ იქნება „საქმიანობა როგორც ყოველთვის“, მაშინ როცა რუსეთი განაგრძობს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში დესტაბილიზაციას. არც ერთი წამით არ მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია“, - განაცხადა ჯონსონმა.

თუმცა, განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობა, რათა გლობალური მნიშვნელობის საკითები გადაიჭრას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მოსკოვში თავის რუს კოლეგას შეხვდება, მოსკოვსა და ლონდონს შორის წლების განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთობების შემდეგ. ბორის ჯონსონი არ ელოდება ურთიერთობების განსაკუთრებულ შემობრუნებას, „რამდენადაც რუსეთი განაგრძობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს