გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. რეზოლუციის პროექტით კიდევ უფრო მეტად იზღუდება ნავთობის ექსპორტი, რათა ეკონომიკური ბერკეტებით აიძულონ ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

რეზოლუციის პროექტი ასევე ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი ჩრდილოეთ კორეელი მუშების რეპატრიაციას. ექსპერტების თქმით, ათობით ათასი ჩრდილოეთ კორეელი იძულებულია გასწიოს მძიმე სამუშაო ქვეყნის გარეთ, რათა შემდეგ კიმ ჩენ ინის რეჟიმი ფულით მოამარაგოს.

აღნიშნული სანქციების პროექტი ჩრდილოეთ კორეის მიერ ნოემბერში ბალისტიკური რაკეტის გაშვების შედეგია.