უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწარფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.

დაზარალებულის განცხადებით, თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. დაშავებულის მეუღლის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიის კურსი უტარდება. მისივე თქმით, თავადაც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ამ წუთებში ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილ დევნილებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც გორში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.

როგორც ცნობილია, გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში დილიდან ხმაურია. ათობით დევნილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის გორში ჩასვლას ითხოვს.

დევნილთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებული მრავალსართულიან კორპუსებში 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს მიიღებენ. ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილები აცხადებენ, რომ სიების შედგენა უსამართლოდ მოხდა და ათობით ისეთი ადამიანი დარჩა უბინაოდ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნულ დევნილებს საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში კი ნათესავებთან, ყოფილი სასტუმროების შენობებში და სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენლები არ შეხვდებიან და კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო